ხანდაზმულ ადამიანს, რომელმაც გადაიტანა სერიოზული დაავადება ან ჩავარდნილია ლოგინად, საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. იმისათვის, რომ ყველა სამკურნალო პროცედურა სახლის პირობებში შესრულდეს სწორად, საჭიროა სპეციალური ცოდნა და გამოცდილება, რაც მოხუცის ნათესავებს ხშირად არ გააჩნიათ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სპეციალური ექთანი – მომვლელი, რომელიც თავის თავზე აიღებს პენსიონერზე ზრუნვას. მომვლელის მომსახურების ღირებულება,  თბილისში, დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე.

რაში სჭირდება მოხუცს მომვლელი?

საქართველოს მაცხოვრებლები პატივს სცემენ პენსიონერებს და ცდილობენ თავიანთ მხცოვან ნათესავებზე იზრუნონ თავად. ბევრი ადამიანი ათავსებს განცხადებას “ვეძებ მომვლელს” იმ მიზეზით, რომ მათ უბრალოდ არ აქვთ საკმარისი თავისუფალი დრო იმისათვის, რომ თავიანთ მოხუც ნათესავს თავად ჩაუტარონ ექიმების მიერ დანიშნული ყველა სამედიცინო პროცედურა.

რაში სჭირდება უძლურ პენსიონერს მაიცდამაინც მომვლელი? ასეთ ექთანს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, ასე, რომ ის შეძლებს ოსტატურად გააკონტროლოს ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობა. მხოლოდ პროფესიონალ მომვლელს შეუძლია დააფიქსიროს ოდნავი ცვლილებები მის შეგრძნებებში. მომვლელის წყალობით პენსიონერის ნათესავები თავისუფლდებიან მისი ყოველდღიური მოვლის აუცილებლობისგან.  პროფესიონალი მომვლელი ასევე არის შესანიშნავი ფსიქოლოგიც. ის ეხმარება მოხუცს დეპრესიის დაძლევაში, აუმჯობესებს მის ემოციურ მდგომარეობას.

სხვადასხვა პროფილის მომვლელები

იმის მიხედვით, თუ რა სახის მომსახურებას უზრუნველყოფს მომვლელი მოხუცისთვის, არსებობს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები. თბილისის ბევრი მკვიდრი ცდილობს იპოვოს მომვლელი სახლში ცხოვრებით იმისათვის, რომ მან უზრუნველყოს მოხუცის მოვლა დღის განმავლობაში.  ლოგინად ჩავარდნილ დაავადებულ პაციენტს სჭირდება მომვლელი, რომელიც იქნება მის საწოლთან ახლოს 24 საათის განმავლობაში, რადგან ასეთ ადამიანს შეიძლება სამედიცინო დახმარება დასჭირდეს ღამითაც. ასეთი სპეციალისტის მომსახურების ფასი ყოველთვის იქნება უფრო მაღალი. საქართველოში პოპულარულია განცხადება «ვეძებ მომვლელს საათობრივი ანაზღაურებით». ასეთი მომვლელი ავადმყოფის ლოგინთან უნდა იყოს მხოლოდ შეთანხმებული დროის მონაკვეთის განმავლობაში.

თუ პენსიონერს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მაშინ საკმარისი იქნება პატრონაჟი მედდის მომსახურება. ასე, მაგალითად მომვლელი ასრულებს ხანდაზმული ადამიანის სასიამოვნო თანამოსაუბრის როლს დღის მანძილზე, ეხმარება მას საკვების მიღებაში, ტანსაცმლის გამოცვლაში, ზრუნავს მისი სხეულის ჰიგიენაზე და უზრუნველყოფს სათანადო სამედიცინო მოვლას. მაგრამ თუ პაციენტს დიაგნოზირებული აქვს მეხსიერების დარღვევა ან ფსიქიკური დაავადება, მაშინ საჭიროა სპეციალური მომვლელი — ძიძა ხანდაზმული ადამიანისთვის. ასეთი მომვლელის მოვალეობები, სხვა ფუნქციებთან ერთად, მოიცავს პაციენტზე თვალყურის დევნა ისე, რომ მან, უნებურად, ზიანი არ მიაყენოს საკუთარ თავს.

გამოცდილი ძიძა ან მომვლელი მოხუცებისთვის საქართველოში: სპეციალისტის მოვალეობები

თუ ოჯახის ხანდაზმულ წევრს სჭირდება მომვლელი, უმჯობესია საყვარელი ადამიანის მოვლა დაავალოთ გამოცდილ პროფესიონალს. თბილისში, ამ სახის მოხუცების მომვლელი შეიძლება ასრულებდეს სხვადასხვა ფუნქციებს, როგორიცაა:

  •   სუფთა ჰაერზე გასეირნების ორგანიზება;
  •   მეურვეობის ქვეშ მყოფისთვის დაბალანსებული მენიუს შედგენა და საკვების მიღებაში დახმარება;
  •   მოხუცის შეგრძნებებისა და ემოციური მდგომარეობის კონტროლი;
  •   დახმარების გაწევა ექიმის მიერ დანიშნული სამედიცინო პროცედურების შესრულებისას;
  •   მეურვეობის ქვეშ მყოფის სიკოხტავეზე და სისუფთავეზე თვალყურის დევნება;
  •   გართობისა და დასვენების ორგანიზება, მოხუცის ინტერესების მიხედვით.

თუ ადამიანს გადატანილი აქვს სერიოზული ავადმყოფობა ან აწუხებს მეხსიერების დაქვეითება, პაციენტთან მცხოვრებმა მომვლელმა შეიძლება სრულფასოვნად ვერც შეძლოს მასზე ზრუნვა სახლის პირობებში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სპეციალური გარემო, რომელიც კომფორტული იქნება, როგორც თავად ხანდაზმული ასაკის ადამიანისთვის, ასევე ექთანს ან ძიძას საშუალებას მისცემს იოლად შეასრულოს თავისი მოვალეობები. ასეთი მომვლელი საქართველოში, არის ხანდაზმულთა სახლში. მისი მომსახურების ფასი თანხმდება ინდივიდუალურად, მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

მომვლელი არის მრავალმხრივი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია ხანდაზმული ადამიანის ცხოვრება კომფორტული და სასიამოვნო გახადოს. სწორი მომვლელის, ასარჩევად, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა მიზნით გჭირდებათ ის. გამოცდილი და კვალიფიციური მომვლელი ყოველთვის იპოვის საერთო ენას პაციენტთან. მხოლოდ მომვლელს შეუძლია პროფესიონალურად იზრუნოს ასაკოვანი ადამიანის ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

კერძო მოხუცთა სახლში “ზრუნვა” ინვალიდები და მოხუცები ცხოვრობენ მყუდრო, მშვიდ გარემოში. თბილისის დაწესებულების კედლებში მოხუცები სრულად თავისუფლდებიან ყოველგვარი საზრუნავისგან. ხანდაზმულთა სახლში არის ნათელი ოთახები, თანამედროვე საწოლები და ტერიტორია ქუჩაში სასეირნოდ. ხოლო თავაზიანი პერსონალი არ აკლებს ყურადღებას არც ერთ სტუმარს.

12/29/2020 ვერა ფროლოვა

კერძო მოხუცთა სახლში “ზრუნვა” ნებისმიერი პენსიონერი გრძნობს მისდამი ზრუნვასა და კომფორტულ პირობებს. ოთახები არის სუფთა და მყუდრო. მათში არის ყველაფერი, რაც ხანდაზმულებს ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეიძლება დასჭირდეთ კომფორტული დასვენებისთვის. მოხუცთა სახლი მდებარეობს წყნარ ადგილას. დაწესებულების ყველა თანამშრომელი არის მეტად თავაზიანი, ხანდაზმულებს უწევენ ყველანაირ დახმარებას და მუდმივად ადევნებენ თვალს მათ შეგრძნებებს.

05/11/2021 რომან კოპაჩი

სამი წლის წინ ჩვენმა ოჯახმა განიცადა მძიმე დანაკარგი – გარდაგვეცვალა მამა. დედამ მეტად განიცადა მამის სიკვდილი და 2 თვის შემდეგ მას დაემართა ინსულტი. ექიმებმა განაცხადეს, რომ მას სჭირდებოდა მუდმივი მოვლა, მაგრამ მე არ მქონდა საშუალება, რომ მუდმივად მის გვერდით ვყოფილიყავი. ამიტომ, მივმართე მოხუცთა სახლს “ზრუნვა”. აქ დედაჩემი თავს მიტოვებულად არ გრძნობს, მაგრამ იღებს ყველა საჭირო ყურადღებასა და ზრუნვას. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ!

04/10/2021 ირინა შილინა
ჩვენი კლიენტების კომენტარები