თბილისში მოხუცთა სახლის სტუმრები ცხოვრობენ მკაფიო დღის რეჟიმის შესაბამისად:
07:00 — 08:00
პანსიონატის თანამშრომლები დილით ესალმებიან დაწესებულების მწოლიარე პაციენტებს, ეხმარებიან დილის ჰიგიენური პროცედურების განხორციელებაში.
08:00 — 09:00
ყველა სხვა სტუმარი იღვიძებს და ღიმილით ეგებება ახალ საინტერესო დღეს.
09:00 — 10:00
წახემსების დროა, რადგან სხეულს სჭირდება ძალა და ნერგია! პანსიონატის თანამშრომლები საკვების მიღებაში ეხმარებიან ისეთ სტუმარს, ვინც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, საუზმის უშუალოდ ოთახში შემოტანით. დანარჩენი სტუმრები გემრიელ მიირთმევენ საუზმეს სასადილოში.
10:00 — 11:30
ახლა კი, დგება მედიკამენტების მიღებისა და სამკურნალო პროცედურების გავლის დრო, თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად!
11:30 — 13:00
დგება თქვენი საყვარელი ჰობის დრო. პანსიონატის სტუმრები ირჩევენ აქტივობებს თავიანთი სურვილისამებრ – ხატვა, ქარგვა, კითხვა ან უბრალოდ სეირნობა ქუჩაში.
13:00 — 14:00
დროა მიირთვათ ჯანსაღი და არომატული კერძებისგან შემდგარი უგემრიელესი სადილი!
14:00 — 15:00
სადილის შემდეგ, მეტად სასიამოვნოა დაწოლა და დასვენება მყუდრო, წყნარ ოთახში! პანსიონატში დგება შუადღის ძილის დრო.
15:00 — 18:00
ახლა სტუმრებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, თუ რითი დაკავდნენ. სტუმრები იღებენ ნათესავებს, სეირნობენ პანსიონატის მიმდებარედ ან დაკავებული არიან საყვარელი საქმით.
16:30 — 17:00
დგება პანსიონატის მყუდრო სასადილო ოთახში საკვების გემრიელად მირთმევის დრო. მწოლიარე სტუმრებისთვის საკვები შეაქვთ უშუალოდ ოთახში.
18:00 — 19:00
ჯანსაღი და მსუბუქი ვახშამი დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში, აქტიური დღის შემდეგ.
19:00 — 20:30
პანსიონატის თანამშრომლები სტუმრებს ახსენებენ მედიკამენტების მიღებისა და ექიმის მიერ დანიშნული პროცედურების გავლის აუცილებლობას.
20:30 — 21:00
დგება დასაძინებლად მომზადების დრო. პანსიონატში სუფევს მშვიდი და მყუდრო გარემო და სტუმრებს სთავაზობენ თბილ რძეს უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმთან ერთად.
21:00 — 22:00
დგება საღამოს ტუალეტის დრო. ლოგინად ჩავარდნილი სტუმრები იღებენ პანსიონატის პერსონალის დახმარებას.
22:00 — 07:00
დროა ვუსურვოთ ერთმანეთს ტკბილი ძილი და სიზმრები!